ჩვენ შესახებ

რატომ არსებობს გამოსავალი?

ჩვენი მისიაა, ყველა დამოკიდებულ ადამიანს ვუთხრათ და  დავარწმუნოთ,  რომ ის არ არის მარტო, გამოსავალი ყოველთვის არსებობს და ის სწორედ მის ხელშია.

,,გამოსავალი” არის ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც უსმენენ ადამიანებს, კარგად ესმით მათი და იღებენ ისეთებს, როგორებიც არიან. ეს არის ადგილი, სადაც დამოკიდებულებს  შესაძლებლობა აქვთ  ნახონ შედეგი, მოისმინონ რეალური ისტორიები, გაიცნონ ნამდვილი ადამიანები, რომლებმაც უკვე დაამარცხეს დამოკიდებულება.  სხვამ თუ დაამარცხა, შენც შეძლებ ამას.

,,გამოსავალი” ადამიანებს ათავისუფლებს მარტოობის განცდისგან, აძლევს საკუთარი თავის რწმენას, მოტივაციას მას,  ვისაც ეს ძალიან სჭირდება, რომ განაგრძოს ჯანსაღი,  სრულფასოვანი, ხარისხიანი და რეალიზებული ცხოვრება.

ცენტრი მუშაობს რამდენიმე ტიპის დამოკიდებულებაზე: ნარკოდამოკიდებულება, ალკოჰოლზე დამოკიდებულება, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, ემოციური დამოკიდებულება და თანადამოკიდებულება.

ჩვენი მიდგომები განსხვავებული და კომპლექსურია, ვმუშაობთ როგორც უშუალოდ პრობლემის მქონე ადამიანებთან, ასევე,  მათი ოჯახის წევრებთან. საქართველოში კომპლექსური მიდგომით ექსკლუზიურად ხელმისაწვდომია შემდეგი სერვისები:

  • უფასო კონსულტაცია;
  • ინდივიდუალური სესიები როგორც დამოკიდებულთან, ასევე,  თანადამოკიდებულთან;
  • ჯგუფური სესიები/თერაპიები;
  • თვითდახმარების ჯგუფებში გადამისამართება;
  • საგანმანათლებლო/საინფორმაციო ლექციები;
  • არტთერაპია და სხვადასხვა აქტივობა;
  • მსოფლიოში წამყვან კლინიკებთან პარტნიორობა / გადამისამართება.

ადამიანი  ბედნიერია მავნე ჩვევებზე დამოკიდებულების გარეშე. ჩვენ გვჯერა, რომ გამოსავალი არსებობს და მას დამოკიდებულები თავად ქმნიან, ჩვენ მხოლოდ ვეხმარებით, რომ ირწმუნონ საკუთარი ძალების, ჰქონდეთ  თავდაჯერებულობა, შეავსონ შინაგანი სიცარიელე,  დაამარცხონ მარტოობა, აგრესია და არ დაადანაშაულონ სხვები.

 

ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანების სულიერი სამყაროს გამოსაცოცხლებლად, სიმშვიდის მოსაპოვებლად, თავდაჯერებულობის ასამაღლებლად, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის არსებობს ალტერნატიული გზა და რაიმე ნივთიერება სულაც არ არის საჭირო. ჩვენი მიზანი მხოლოდ ნარკოტიკის/ალკოჰოლის/თამაშის თუ სხვა მავნე ჩვევების დამარცხება კი არ არის, არამედ ის, რომ დავეხმაროთ ადამიანებს ებრძოლონ აკვიატებულ შიშსა თუ აზრებს და იცხოვრონ დამოკიდებულების გარეშე ჯანსაღად და სრულფასოვნად.

ადამიანები ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისაგან, თუმცა, არსებობს ღირებულებები, რომლებიც საერთოა ასეულთათვის და ათასეულთათვისაც კი. ჩვენც გაგვიმართლა და შევიკრიბეთ სწორედ ის ადამიანები, რომლებსაც გვაერთიანებს მიმღებლობა და თანაგანცდა, სიყვარული და ყურადღება, მეგობრობა და მხარდაჭერა, ასევე ის, რაც მთავარია, გულწრფელობა.

ის ნარკომანია, ნარკომანი კრიმინალია, ეს მისი არჩევანია, ყველა დამოკიდებული უნდა დაიჭირონ, მათ არავინ უყვართ ... ეს არის ძალიან მძიმე ბრალდებები, ერთგვარი განაჩენი ისედაც მძიმე ემოციურ მდგომარეობაში მყოფთათვის და სწორედ ამ სტერეოტიპული შეხედულებების გავლენით საზოგადოება განსჯის დამოკიდებულ ადამიანებს, რის შემდეგაც ისინი კიდევ უფრო მეტად განიცდიან წნეხს და კიდევ უფრო მეტად იხლართებიან საკუთარ პრობლემებში.

ჩვენ გვამოძრავებს ძალა და სურვილი, მივწვდეთ ყველას:
ვინც ცდილობს თავი დააღწიოს მიჯაჭვულობას ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე, აზარტულ თამაშებზე, ემოციებზე და ა. შ.
- ვინც ვერ ხვდება, რატომ გახდა მიჯაჭვული;
- ვინც ეძებს კითხვებზე პასუხებს;
- ვისაც უნდა, რომ გადარჩეს;
- ვისაც უნდა, რომ შეიცვალოს;
- ვისაც უნდა, რომ ესმოდეთ მისი, უგებდნენ და უყვარდეთ ის;
- ვინც ღელავს მისთვის საყვარელ ადამიანზე, ოჯახის წევრზე, მეგობარზე;
- ვინც მზად არის მონაწილეობა მიიღოს ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაში.