ნარკოდამოკიდებულება

რეკომენდირებულია: 3 - დან 6 თვემდე

12 ნაბიჯის პროგრამა  მთელ მსოფლიოში აღიარებულია, როგორც სხვადასხვა სახის დამოკიდებულებისგან გათავისუფლების ეფექტიანი საშუალება.

ეს პროგრამა ამერიკაში გასული საუკუნის 30-იან წლებში შეიმუშავა ორმა ალკოჰოლზე დამოკიდებულმა ადამიანმა (ბილ უილსონი და ბობ სმიტი), რომლებმაც საკუთარი პრობლემის აღიარების, მისი გადაჭრის გზების ძიების, მიზნის დასახვისა და ურთიერთთანადგომის შედეგად შეწყვიტეს მოხმარება, სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდნენ და გადაწყვიტეს სხვა ადამიანებისთვის გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება.

პროგრამა 12 თანმიმდევრული ნაბიჯისაგან შედგება და მისი პირველი საფეხურია პრობლემის აღიარება, ხოლო ბოლო, მე-12 ნაბიჯი, სხვის დახმარებასა და საკუთარი გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს. 

დღეისათვის 12 ნაბიჯის პროგრამაში მსოფლიოში მილიონობით ადამიანია ჩართული და გათავისუფლებული სხვადასხვა სახის დამოკიდებულებისგან.

სარეაბილიტაციო ცენტრებში ჩვენ ამ პროგრამის ელემენტებს ვიყენებთ და ვამზადებთ კლიენტებს,  რომ მომავალში დამოუკიდებლად განაგრძონ გამოჯანმრთელება გაერთიანებებში.

 

კონსულტაცია დიპლომატიური და მოქნილი ღონისძიებაა სადაც ჩვენი მოვალეობაა კლიენტს დავეხმაროთ, რომ თავად მოახდინოს პრობლემის იდენტიფიცირება და მიიღოს გადაწყვეტილება მკურნალობის შესახებ. კონსულტაციის დროს ვუსმენთ კლიენტს, ვსწავლობთ მის მდგომარეობას, პრობლემას და ამის მიხედვით ვთავზობთ ვარიანტებს. ჩვენ არ ვმკურნალობთ, არ მივუთითებთ, არ ვუზიარებთ პირად გამოცდილებებს, მხოლოდ სრული მიმღებლობით და მხარდაჭერით თავს ვაგრძნობინებთ კომფორტულად და ვთავაზობთ სხვადასხვა ინფორმაციას, ვარიანტებს რომელმაც შეიძლება მოუგვაროს პრობლემა.

კონსულტაცია შეიძლება შედგეს ერთხელ ან რამოდენიმეჯერ, დამოკიდებულია ინდივიდუალურად კლიენტის განწყობასა და მოტივაციაზე.

ინდივიდუალური სესიის მიზანია კონსულტანტ/ინსტრუქტორმა მოისმინოს კლიენტისგან ის რასაც კლიენტი ვერ განიხილავს ჯგუფურ ფორმატში, ასევე დაეხმაროს სარეაბილიტაციო პროცესის გაანალიზებაში თუ როგორ ჩაიარა განვლილმა ეტაპმა და რითი შეიძლება შემდეგი ეტაპი გააუმჯობესოს.

სარეაბლიტაციო კურსის განმავლობაში კლიენტს მუდმივად აქვს მიცემული დავალებები, საწერი, საკითხავი თუ მოსასმენი რომელსაც კონსულტანტს გაუგზავნის ელექტრონული ფოსტის საშუალებით.(ასევე ევალება ემოციების დღიურის წარმოება, მადლიერების წერა და ა.შ) დავალებების მიზანია კლიენტი კიდევ უფრო მეტად ჩააღრმავოს მკურნალობის პროცესში და შესძინოს დამატებითი ინფორმაცია.

ჯგუფური სესიის დანიშნულებაა, ჯგუფში მონაწილეები უკუკავშირის (feedback) საშუალებით ერთმანეთს დაეხმარონ პრობლემების გამოვლინებაში და გამოჯანმრთელებაში. სესიის დროს ხდება პერსონალური გამოცდილების გაზიარება, სხვადასხვა თემების განხილვა, საკუთარი პიროვნების აქამდე უცნობი მხარეების დანახვა/აღმოჩენა .

ჯგუფურ სესიას ხელმძღვანელობს კონსულტანტ/ინსტრუქტორი. ღონისძიების მიზანია თავად კლიენტებმა იმუშაონ ერთმანეთზე, სადაც შეიძლება კონსულტანმა მინიმალური მონაწილეობა მიიღოს ან საერთოდ სრულიად პასიური იყოს.

მკურნალობის გარკვეულ ეტაპზე, საჭიროებიდან გამომდინარე კონსულტანტ/ინსტრუქტორი უტარებს სესიას ოჯახის წევრებს. მაგ: ცოლ-ქმარს; დედა -შვილს და ა.შ რომელიც ემსახურება მათი ურთიერთობის დახვეწას რათა ორივემ უკეთესად შეძლონ გამოჯანმრთელება და განვითარება.

საინფორმაციო ლექციები ტარდება თვეში ერთხელ, დამოკიდებულებაზე, თანადამოკიდებულებაზე, გამოჯანმრთელებაზე და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე. ღონისძიების თემა ირჩევა მოთხოვნიდან გამომდინარე.
მაგ: ხელისშემშლელი ბარიერები გამოჯანმრთელების პროცესში; დამოკიდებულება და მისი ხასიათის დეფექტები; დამოკიდებულება და ოჯახური ურთიერთობები; ტრიგერები რომელმაც შეიძლება მომხმარებელი დააბრუნოს ნარკომოხმარებაში და მისგან თავდაცვის მექანიზმები; სექსუალური განათლება და ა.შ

ლექციაზე დასწრების საშუალება აქვს ყველა დაინტერესებულ პირს, როგორც დამოკიდებულ და თანადამოკიდებულ ადამიანებს, ასევე ამ საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.

სპეციალისტი
ვიზიტის დანიშვნა