რეზიდენტული ფსიქოსოციალური სარეაბილიტაცი ცენტრი გაიხსნა

გვსურს სიამაყით გაცნობოთ, რომ 25 ოქტომბერს საქართველოში პირველი რეზიდენტული ფსიქოსოციალური სარეაბილიტაციო ცენტრი გავხსენით შინდისში. მსგავსი სივრცის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან სერვისით მოსარგებლე ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, მოხვდნენ უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში.
აქ ისინი უკეთ მოახერხებენ კონცენტრაციას და შეძლებენ სტაბილურად იმუშაონ საკუთარ თავზე სასურველი შედეგების მისაღწევად!
ჩვენ ვიყენებთ შემდეგ პროგრამებს:
  • მინესოტური მოდელი (12 ნაბიჯი)
  • თერაპევტული საზოგადოება
  • დეიტოპი
ასევე, კომპლექსური რეაბილიტაცია მოიცავს:
  • ინდივიდუალურ სესიებსა თუ თერაპიას კონსულტანტ/ინსტრუქტორთან და ფსიქოთერაპევტთან
  • Სხვადასხვა ტიპის ჯგუფურ აქტივობებს (უკუკავშირს, ფსიქოკორექციას, ფსიქოთერაპიას, არტთერაპიას, თვითდახმარებას);
  • ინტერაქციულ საგანმანათლებლო ღონისძიებებს;
  • კინოთერაპიას;
  • მედიტაციას;
  • სარელაქსაციო ჯგუფს;
  • წერით სამუშაოებს;
  • საკითხავ სამუშაოებს;
  • ფიზიკურ/სპორტულ აქტივობებს (იოგას, ჩოგბურთს, მაგიდის ჩოგბურთს, ფეხბურთს, ფრენბურთს, კალათბურთს, ქროსფითს, კარდიო ვარჯიშებს, ამერიკულ ბილიარდს);
  • ჯანსაღ კვებას.
რეაბილიტაციის პროცესში ყოველი დღე გაწერილია განრიგის მიხედვით.
  • თუ გაწუხებს ალკოჰოლის, მსუბუქი/მძიმე ნარკოტიკის, აზარტული თამაშების ან სხვა ტიპის დამოკიდებულება და თვლი, რომ გჭირდება დახმარება, მოგვმართე.
რეაბილიტაციის ხანგრძლივობა მოიცავს 90 დღეს და ინდივიდუალურად შეიძლება პერიოდი შეიცვალოს