ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო ცენტრი წავკისში

ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო ცენტრი წავკისში.
“გამოსავალის” რეზიდენტურული ცენტრი ინფრასტრუქტურულად სრულადაა გამართული და აერთიანებს რამდენიმე უმნიშვნელოვანეს სივრცეს, რომელიც ჩვენს რეზიდენტებს სხვადასხვა აქტივობაში ჩართვის საშუალებას აძლევს.
მსგავსი სივრცის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან სერვისით მოსარგებლე ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, მოხვდნენ უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში.

აქ ისინი უკეთ მოახერხებენ კონცენტრაციას და შეძლებენ, სტაბილურად იმუშაონ საკუთარ თავზე სასურველი შედეგების მისაღწევად!

ჩვენ ვიყენებთ შემდეგ პროგრამებს:

  • მინესოტური მოდელი (12 ნაბიჯი)
  • თერაპევტული საზოგადოება
  • დეიტოპი

ასევე, კომპლექსური რეაბილიტაცია მოიცავს:

  • ინდივიდუალურ სესიებსა თუ თერაპიას კონსულტანტ/ინსტრუქტორთან და ფსიქოთერაპევტთან;
  • Სხვადასხვა ტიპის ჯგუფურ აქტივობებს (უკუკავშირს, ფსიქოკორექციას, ფსიქოთერაპიას, არტთერაპიას, თვითდახმარებას);
  • ინტერაქციულ საგანმანათლებლო ღონისძიებებს;
  • კინოთერაპიას;
  • მედიტაციას;
  • სარელაქსაციო ჯგუფს;
  • წერით სამუშაოებს;
  • საკითხავ სამუშაოებს;
  • ფიზიკურ/სპორტულ აქტივობებს (იოგას, ჩოგბურთს, მაგიდის ჩოგბურთს, ფეხბურთს, ფრენბურთს, კალათბურთს, ქროსფითს, კარდიო ვარჯიშებს, ამერიკულ ბილიარდს);
  • ჯანსაღ კვებას.
  • რეაბილიტაციის პროცესში ყოველი დღე გაწერილია განრიგის მიხედვით.

თუ გაწუხებს ალკოჰოლის, მსუბუქი/მძიმე ნარკოტიკის, აზარტული თამაშების ან სხვა ტიპის დამოკიდებულება და თვლი, რომ გჭირდება დახმარება, მოგვმართე.

📍 ბაქრაძის ქ.9 (ვერა)
☎️ 0322 19 60 90
📱 596 03 60 60
მსგავსი სიახლეები