ნარკოდამოკიდებულება

რეკომენდირებულია: 3 - დან 6 თვემდე

12 ნაბიჯის პროგრამა  მთელ მსოფლიოში აღიარებულია, როგორც სხვადასხვა სახისდამოკიდებულებისგან გათავისუფლების ეფექტიანი საშუალება.

ეს პროგრამა ამერიკაში წინა  საუკუნის 30-იან წლებში შეიმუშავა ორმა ალკოჰოლზედამოკიდებულმა ადამიანმა (ბილ უილსონი და ბობ სმიტი), რომლებმაც საკუთარი პრობლემისაღიარების, მისი გადაჭრის გზების ძიების, მიზნის დასახვისა და ურთიერთთანადგომის შედეგადშეწყვიტეს მოხმარება, სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდნენ და გადაწყვიტეს სხვაადამიანებისთვის გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება.

პროგრამა 12 თანმიმდევრული ნაბიჯისაგან შედგება და მისი პირველი საფეხურია პრობლემისაღიარება, ხოლო ბოლო, მე-12 ნაბიჯი, სხვის დახმარებასა და საკუთარი გამოცდილების გაზიარებასგულისხმობს.

დღეისათვის 12 ნაბიჯის პროგრამაში მსოფლიოში მილიონობით ადამიანია ჩართული დაგათავისუფლებული სხვადასხვა სახის დამოკიდებულებისგან.

სარეაბილიტაციო ცენტრებში ჩვენ ამ პროგრამის ელემენტებს ვიყენებთ და ვამზადებთ კლიენტებს,  რომ მომავალში დამოუკიდებლად განაგრძონ გამოჯანმრთელება გაერთიანებებში.

კონსულტაცია დიპლომატიური და მოქნილი ღონისძიებაა, სადაც ჩვენი მოვალეობაა, კლიენტს დავეხმაროთ, რომ თავად მოახდინოს პრობლემის იდენტიფიცირება და მიიღოს გადაწყვეტილება მკურნალობის შესახებ. კონსულტაციის დროს ვუსმენთ კლიენტს, ვსწავლობთ მის მდგომარეობას, პრობლემას და ამის მიხედვით ვთავაზობთ ვარიანტებს. ჩვენ არ ვმკურნალობთ, არ მივუთითებთ, არ ვუზიარებთ პირად გამოცდილებებს, მხოლოდ სრული მიმღებლობითა და მხარდაჭერით თავს ვაგრძნობინებთ კომფორტულად და ვაწვდით სხვადასხვა ინფორმაციას, ვარიანტებს, რომლებმაც შეიძლება მოუგვაროს პრობლემა.

ინდივიდუალური სესიის მიზანია, კონსულტანტ/ინსტრუქტორმა მოისმინოს კლიენტისგან ის, რასაც კლიენტი ვერ განიხილავს ჯგუფურ ფორმატში, ასევე, დაეხმაროს სარეაბილიტაციო პროცესის გაანალიზებაში, თუ როგორ ჩაიარა განვლილმა ეტაპმა და რითი შეიძლება შემდეგი ეტაპი გააუმჯობესოს.

სარეაბლიტაციო კურსის განმავლობაში კლიენტს მუდმივად აქვს მიცემული დავალებები (საწერი, საკითხავი თუ მოსასმენი), რომლებსაც კონსულტანტს გაუგზავნის ელექტრონული ფოსტის საშუალებით (ასევე, ევალება ემოციების დღიურის წარმოება, მადლიერების წერა და ა.შ). დავალებების მიზანია, კლიენტი კიდევ უფრო მეტად ჩააღრმავოს მკურნალობის პროცესში და შესძინოს დამატებითი ინფორმაცია.

ჯგუფური სესიის დანიშნულებაა, ჯგუფში მონაწილეები უკუკავშირის (feedback) საშუალებით ერთმანეთს დაეხმარონ პრობლემების გამოვლინებასა და გამოჯანმრთელებაში. სესიის დროს ხდება პერსონალური გამოცდილების გაზიარება, სხვადასხვა თემის განხილვა, საკუთარი პიროვნების აქამდე უცნობი მხარეების დანახვა/აღმოჩენა.

მკურნალობის გარკვეულ ეტაპზე, საჭიროებიდან გამომდინარე, კონსულტანტ/ინსტრუქტორი უტარებს სესიას ოჯახის წევრებს. მაგ: ცოლ-ქმარს, დედა -შვილს და ა.შ. რაც ემსახურება მათი ურთიერთობის დახვეწას/გაუმჯობესებას, რათა ორივემ უკეთესად შეძლოს გამოჯანმრთელება და განვითარება.

საინფორმაციო ლექციები ტარდება თვეში ერთხელ დამოკიდებულებაზე, თანადამოკიდებულებაზე, გამოჯანმრთელებასა და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე. ღონისძიების თემა ირჩევა მოთხოვნიდან გამომდინარე (მაგ. ხელისშემშლელი ბარიერები გამოჯანმრთელების პროცესში; დამოკიდებულება და მისი ხასიათის დეფექტები; დამოკიდებულება და ოჯახური ურთიერთობები; ტრიგერები, რომლებმაც შეიძლება მომხმარებელი დააბრუნოს ნარკომოხმარებაში და მისგან თავდაცვის მექანიზმები; სექსუალური განათლება და ა.შ.).

ლექციაზე დასწრების საშუალება აქვს ყველა დაინტერესებულ პირს, როგორც დამოკიდებულ და თანადამოკიდებულ ადამიანებს, ასევე, ამ საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.

სპეციალისტი

ბაკო მაღულარია

ნივთიერებაზე დამოკიდებულების სპეციალისტ/კონსულტანტი

სამუშაო გამოცდილება : 17

ნუგზარ ძიძიგური

ნივთიერებაზე დამოკიდებულების სპეციალისტ/კონსულტანტი

სამუშაო გამოცდილება : 15

რევაზ ღოღობერიძე

ნივთიერებაზე დამოკიდებულების კონსულტანტი და კოორდინატორი

სამუშაო გამოცდილება : 5
ვიზიტის დანიშვნა