ნუგზარ ძიძიგური

ნუგზარ ძიძიგური კონსულტანტ-ინსტრუქტორია ,,გამოსავალში“. იგი უკვე 15 წელია, ჩართულია ამ საქმიანობაში. განათლება პოლონეთში, ისრაელში, ყაზახეთსა და უკრაინაში მიიღო. უმთავრესად ისეთ პრობლემებზე მუშაობს, როგორებიცაა: ნარკოდამოკიდებულება, ალკოდამოკიდებულება, აზარტული თამაშები და დამოკიდებულთა ოჯახის წევრების პრობლემები.

“დამოკიდებულებამ ბევრი ჩემი მეგობარი და ახლობელი გამოასალმა სიცოცხლეს, ეს პრობლემა მეც შემეხო. ის თითოეული ადამიანი, ჩემი დახმარებით რომ ჯანსაღი ცხოვრების გზას დაადგა, მაძლევს უდიდეს მოტივაციას, რომ გავაგრძელო მუშაობა, რადგან პროგრამა მუშაობს და გამოსავალი მართლაც არსებობს”.