რევაზ ღოღობერიძე

რევაზ ღოღობერიძე ,,გამოსავალის“ დამფუძნებელია. 3 წელზე მეტი გაატარა ისრაელში, სადაც სწავლობდა, თუ როგორ შეიძლება “დამოკიდებულების დაძლევა.

ამ ორგანიზაციის შექმნის აუცილებლობა რამდენიმე მიზეზმა განაპირობა: რეზოს, როგორც დამოკიდებულის , გამოცდილებამ და შემდგომ გამოსავლის მოძიებამ, რადგან იგი დარწმუნებულია, რომ თავისი ცოდნისა და გამოცდილების მეშვეობით ბევრ ადამიანს შეუნარჩუნებს სიცოცხლეს.

“დამოკიდებულება არის დაავადება, რომელსაც სჭირდება მკურნალობა! გამომდინარე, იქიდან რომ საქართველოში არ არსებობს ადგილი, სადაც საზოგადოება მიიღებდა ელემენტარულ ინფორმაციას დამოკიდებულების შესახებ, გადავწყვიტე დამეარსებინა ადგილი, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შესაძლებლობა ეძლევა, რომ დააღწიოს თავი ამ პრობლემას. არ დავმალავ, რომ თავად მქონდა ნარკოტიკთან შეხება. როდესაც მოხმარება შევწყვიტე, დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ როგორ დავხმარებოდი და გამეზიარებინა ჩემი გამოცდილება სხვებისთვის.”.